saqarTvelos mdinareebi - Cixura

ტერიტორიული ერთეულები საჩხერის მუნიციპალიტეტი
სათავე რაჭის ქედი
სიგრძე 20 კმ
აუზის ფართობი 81 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 2.2 მ³/წმ

 

მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2042 მ. სიგრძე 20 კმ. აუზის ფართობი 81 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,2 მ³/წმ.